ბიზნეს ცენტრის შესახებ

HillsideResidence – ეს არის თანამედროვე მრავალფუნქციური, ლუქსის კლასის ბიზნეს ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისის ისტორიულ ცენტრში. დეველოპერული ჯგუფი NGS Group-ი, შენობის პროექტის შემუშავებისას ითვალისწინებდა არქიტექტურისა და პროექტირების ყველა თანამედროვე ტენდენციას.უმაღლესი ხარისხის მასალების შეხამება : ნატურალური ქვა, მეტალის მსუბუქი კონსტრუქციები და მინა – ქმნის სამუშაო სივრცის მაქსიმალურ კომფორტს.

კომფორტული სამუშაო სივრცე

ლობი:

ბიზნეს ცენტრში შესვლისას თქვენ აღმოჩნდებით 267კვ. მეტრისა და 6მ. ჭერის მქონე შესანიშნავ სივრცეში. არქიტექტურულმა გადაწყვეტამ შექმნა სივრცის ყოველი სანტიმეტრის ბუნებრივად განათების შესაძლებლობა. ლობი – შემუშავებული ინტერიერი გამოირჩევა კომფორტით – ხით შემკული სვეტები ქმნის სითბოს შეგრძნებებს სივრცეში, ხოლო ბიზნეს ცენტრის შესასვლელში განლაგებული კონსიერჟთა სამუშაო მაგიდები, რომლებიც აღჭურვილია ოპერატიული მიღებისა და ინფორმაციის გადაცემისათვის საჭირო ყველა მოწყობილობით, უზრუნველყოფს გულღია მიღებასა და საოფისე სივრცის უსაფრთხოებას.

პარკირება:

HillsideResidence -ის ვრცელი მიწისქვეშა ავტოსადგომი უზრუნველყოფილია ავტომობილების კომფორტული და მოხერხებული განთავსებისათის საჭირო ყველა აუცილებელი პირობით – ოფისის თანამშრომლებისათვის განკუთვნილია ავტომატური კარების მართვის პულტი.

ოფისები:

HillsideResidence შენობაში ოფისები განთავსებულია ყველა 7 სართულზე და უზრუნველყოფილია კომფორტული და წარმატებული სამუშაოსათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობით. დეკორის ძირითადი ელემენტები საქმიანი ოფისის მკაცრ ნორმებს შეესაბამება. ყველა სართულს გააჩნია ავტომატური წვდომა კომუნიკაციებთან – წყალთან, ცენტრალურ ენერგო მომარაგებასა და ვენტილაციასთან. ოფისებთან წვდომა ხორციელდება 2 თანამედროვე ლიფტის მეშვეობით – ერთი გადიდებული ზომების მქონე (900კგ) და მეორე მგზავრებზე გათვალისწინებული (640კგ) ლიფტით.

პროექტის აღწერა

დეველოპერული კომპანია NGS Group- ი თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონების ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთავაზობს მეტად ხელსაყრელ პირობებს საოფისე ფართების ქირაობის დროს.